გვერდის ნახვები სულ
ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
კვირა, 11 იანვარი, 2026
ქცევის კოდექსი
1. მიზანი
Smart Money Club-ის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლების განვითარება, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გაძლიერება და დამოუკიდებელი, საკუთარ ფინანსებზე კონტროლს მიცემული მომავლის ფორმირება.
2. წევრობის ნორმები
-
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია ფინანსური განათლებით და მზად არის აქტიურად მონაწილეობისთვის.
-
წევრობა არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოიცავს წესების დაცვას, აქტიურ ჩართულობას და კლუბის ღირებულებების პატივისცემას.
3. წევრების უფლებები
-
მიიღონ აქტიური მონაწილეობა ყველა კლუბის შეხვედრაში, პროექტსა და აქტივობაში.
-
მოითხოვონ განმარტება და მხარდაჭერა ფინანსური საკითხების სწავლების პროცესში.
-
შემოიტანონ საკუთარი იდეები, ინიციატივები და წინადადებები კლუბის საქმიანობაში.
-
გამოიყენონ კლუბის რესურსები ფინანსური ცოდნის გასავითარებლად (სასწავლო მასალები, ვორქშოპები, სიმულაციები).
-
იყვნენ პატივისცემით გარემოში, სადაც მათი აზრი იქნება მიღებული და დაფასებული.
4. წევრების პასუხისმგებლობები
-
აქტიური ჩართულობა შეხვედრებზე და პროექტებში.
-
პასუხისმგებლიანი და ეთიკური ქცევა, სხვების აზრის პატივისცემა.
-
დროისა და დავალებების შესრულების პატივისცემა.
-
კლუბის რეპუტაციის შენარჩუნება როგორც სკოლის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
-
ინიციატივის გამოჩენა და კრეატიული აზროვნების წახალისება ფინანსური საკითხების შესწავლისას.
5. მოტივაცია
-
მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ფინანსური მართვისა და დაგეგმვის საკითხებში.
-
დაეხმარება საკუთარი ფინანსური მიზნების დასახვაში და თვითკმარობის უნარის განვითარებაში.
-
ხელს შეუწყობს ლიდერული, თანამშრომლობითი და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერებას.
-
შექმნის გარემოს, სადაც ცოდნა იძლევა რეალურ შესაძლებლობებს მომავლის ფორმირებისთვის.
6. წესების დარღვევა
-
კლუბის წესების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს კლუბის ხელმძღვანელი ან კოორდინატორი სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად.
კლუბის დევიზი
Smart money. Smart future.
გააზრებული ფინანსური გადაწყვეტილებები — ძლიერი მომავლისთვის.Smart Money Club-ის მიზანი
Smart Money Club-ის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა ინოვაციური, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით, რაც მათ დაეხმარება პასუხისმგებლიანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.
კლუბის წევრები შეძლებენ ფინანსების დამოუკიდებლად დაგეგმვას, პასუხისმგებლიან ხარჯვას, შემოსავლის მართვას და გრძელვადიანი ფინანსური მიზნების დასახვას.
-
1. მიზანი Smart Money Club-ის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური განათლების განვითარება, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გა...